სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული ოცნების" მხარდამჭერებით სავსე ავტობუსი მოქალაქეებს დაეჯახა

ინციდენტი მოხდა რაჭაში - "ქართული ოცნების" მხარდამჭერებით სავსე ავტობუსი მოქალაქეებს დაეჯახა. არიან დაშავებულები... მათი ნაწილი ცაგერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქუთაისში კი გადაყვანილია სოფელ ალპანის რწმუნებული, რომელიც ასევე ამ ინციდენტის დროს დაშავდა.

ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მხარდამჭერები ლენტეხიდან ამბროლაურის მიმართულებით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე მიდიოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა მუხრუჭი ვერ დაიმორჩილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100