ნინო დარასელის შვილს ვახტანგ რჩეულიშვილმა ძალიან მაგარი დაბადების დღე მოუწყო
ნინო დარასელის უმცროსი ქალიშვილი 6 წლის გახდა. იუბილეზე მას სურპრიზი მოუწყო ვახო რჩეულიშვილმა, რის შესახებაც ყოფილი პარლამენტარი სოციალურ ქსელში გვიამბობს.
„მარიტა 6 წლის გახდა. დღეს მე მოვიტაცე: მე, კატომ და მარიტამ დაბადების დღე კინო ამირანის კაფეში ავღნიშნეთ. სახლში რომ მივიდა, ნინოს უთხრა, რომ ვახომ ძალიან მაგარი დაბადების დღე გადამიხადაო- სინათლე ჩააქრეს, სანთლებიანი ტორტი შემომიტანეს და სიმღერა დამიკრესო! რა უნდა ბავშვის გაბედნიერებას-რა მნიშვნელობა აქვს, რომ ტორტის მაგივრად ნამცხვარი იყო, სიმღერა კი მე უმღერე ! გული გულობდეს და ...მიყვარხართ კატო და მარიტა!“ - წერს რჩეულიშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე.
ცნობისთვის ვახტანგ რჩეულიშვილი ნინო დარასელს ბიძად ეკუთვნის, რადგან რჩეულიშვილის მეუღლე მაია ნინოს დედის რუსუდან კერვალიშვილის დაა.
კომენტარი