სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21-ე სართულიდან გადმოგდებული ტანსაცმლის საკიდი პატარა ბიჭის თავის ქალაში გაიჭედა (+18)

ჩინეთში მაღალსართულიანი შენობიდან გადმოგდებულმა ტანსაცმლის საკიდმა პატარა ბავშვს თავის ქალა გაუხვრიტა და შიგნით გაიჭედა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, წყვილმა საკიდი გადმოაგდო და ის შემთხვევით გადმოვარდნილი არ ყოფილა.

6 წლის სიაო ცზე ამ დროს ბებიასთან ერთად სერინობდა. 21-ე სართულზე მცხოვრები უარყოფს იმ ფაქტს, რომ საკიდი მას ეკუთვნის, თუმცა პოლიციამ ზუსტად ანალოგიური საკიდები იპოვა მის გარდერობში.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამ საათიანი ოპერაციის შემდეგ მოახერხეს საკიდის თავის ქალიდან ამოღება. საბედნიეროდ, ის ასცდა ტვინსა და მთავარ ნერვს, ამიტომ დაზიანება მინიმუმამდეა დაყვანილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100