არჩილ თალაკვაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკის, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების და სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროგრამების შესახებ, ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე სოფლებში გაზიფიცირებისა და ელექტრიფიცირების პროგრამებზე. „ჩვენ შრომით შევქმნით საქართველოს მომავალს, მშრომელი კაცი არ უნდა დაიჩაგროს, გურიის პატრონები თქვენ ხართ , და ერთად ვიზრუნოთ გურიის აღმავლობისთვის,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
“ჩვენ თანამიმდევრულად მივდივართ წინ, მთავარი კი არის, რომ თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა სოფლებში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს, რომ თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს კეთილდღეობა“, განაცხადა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა.
(R)
კომენტარი