მე მტკივა, შენ გტკივა - ეს საერთო ქართული ტკივილია....
მე მტკივა, შენ გტკივა - ეს საერთო ქართული ტკივილია....
„აგვისტოში მე ვნახე ნამდვილი ომი. ჩემი თვალით ვნახე, როგორ დაიბომბა ჩემი ქალაქი, დაინგრა და დაიწვა შენობები, დაიხოცა ხალხი. მე ვნახე ქალი, რომელმაც მკვდარი შვილის დაკრძალვაც ვერ მოასწრო“.
„ეს ყველაფერი, ეს რუსები, ეს ომი, მეგონა რომ საშინელი კოშმარი იყო, მაგრამ ეს არც კოშმარი იყო და არც სიზმარი. ყველაფერი რეალობაში მოხდა, ბომბებს მართლა ყრიდნენ, სახლებს მართლა წვავდნენ და მართლა ხოცავდნენ ხალხს“.
„ჩემი თვალით დავინახე, როგორ ბომბავდნენ ჩემს საქართველოს: გორს, კარალეთს, ტყვიავს“.
„პირველი ბომბი რომ ჩამოაგდეს, გარეთ ვიყავი, გავიგე დიდი ხმა და ისტრიბიწელმა გადაიფრინა. მესმოდა როგორ იმსხვრეოდა მინები, როგორ ყვიროდნენ, როგორ გარბოდა ხალხი“.
„ყველაზე ძალიან მაშინ შემეშინდა როცა გავიგე კომბინატის დასახლება აღარ არსებობსო, რადგა კომბინატში ჩემი სახლია. სახლში მამა და ბებია იყვნენ“!
„მე მჯერა რომ აღარასოდეს გამოვცდით ომის საშინელებას“.
მას შემდეგ ზუსტად 5 წელი გავიდა, ქართველ ერს კი ისევ ისე ძლიერად ტკივა მაშინდელი დაღვრილი სისხლი, მაშინდელი დაბომბილი ქალაქები და სოფლები.. 2008 წლის 8 აგვისტომ საქართველოს ისტორია და გეოგრაფია დროებით შეცვალა. ... 7 აგვისტოს 23:35 წუთზე საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვითი ოპერაციის დაწყების შესახებ ბრძანება გასცა.... საქართველოს ტერიტორიაზე, როკის გვირაბის გავლით, და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა.
რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდგარი რადარი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა. რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტული რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, კოდორის ხეობა, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტ, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა.
12 აგვისტოს ნ. სარკოზიმ 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს დიმიტრი მედვედევთან და მიხეილ სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, მაგრამ იგი დღემდე შეუსრულებელი რჩება. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 23 ჯარისკაცი. სახლი დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა.
5 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ჭრილობები დღემდე არ შეგვხორცებია, დღემდე ვგრძნობთ უზომო ტკივილს, რომელიც სულს გვიფორიაქებს, მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს და განა სხვანაირად ცხოვრება შესაძლებელია საკუთარი ნაწილის გარეშე? 5 წლის წინ ქართველი ერი უდიდესი განსაცდელის წინაშე იდგა.
ჩვენ გვართმევდენენ საკუთარ მიწა-წყალს, ეროვნულ თვითშეგნებას... ომი, ბრძოლა, სისხლი, სიკვდილი - ეს ყველაფერი იმ პერიოდში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თითქოს მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდით იდგა, მაგრამ ამავდროულად თავს ყველაზე დაუცველად, ყველაზე მარტო ვგრძნობდით.” ჩვენ პირისპირ დავრჩით უდიდესი მონსტრის წინაშე , ისეთი მონსტრის წინაშე, რომელსაც სისხლი მოსწყურებია და საკუთარი მსხვერპლიც უკვე შერჩეული ჰყავს, რაღათქმაუნდა, მსხვერპლის როლში კვლავ საქართველოა, ისევე როგორც მრავალი სუაკუნის განმავლობაში. მაგრამ ქართველმა ერმა, ამ განსაცდელის მიუხედავად, მაინც შეინარჩუნა ერთიანობა, გამოიჩინა გამძლეობა, ბრძოლისუნარიანობა და ის ნაპერწკალი, რომელიც ყოველი ქართველის გულში იმალებოდა, კვვლავ გაღვივდა, კვლავ გაერთიანდა ეროვნული პრინციპების, თვითშეგნების, საკუთარი ტერიოტორიების დასაცავად. ქართველი გმირები ბრძოლის ველზე ეცემოდნენ და ამით საკუთარ კვალს ტოვებდნენ მსოფლიო ისტორიაში, ამით საქართველოს გადარჩენის იმედს გვისახავდენ. მრავალი ქართველი ვაჟკაცის სისხლი დაიღვარა, მრავალი ქართველი დედა ძაძებში შეიმოსა, მრავალი ბავშვი დაობლდა, მრავალი ქალი დაქვრივდა... დღეს კი ჩვენი ჭრილობა განახლებულია და ისევ ისე ძველებურად გვტკივა ჩვენი დაკარგული ნაწილები, როგორც მაშინ - 5 წლის წინ.
კომენტარი