სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მერამდენედ უნდა ამატირონ გულში ძარღვები მაქვს დაწყვეტილი"

ღამეც
გაილევა გალა "ქ,, ტიონ!
ქალაქს ააჭრელებს აფიშები
ერთი "გაფრენაც,, რომ მაპატიონ
კიდევ, მაინც ვეღარ გავფრინდები.
სული
მიმძიმდება გალაქტიონ!
სიცოცხლე წელში მომსდევს გატეხილი
თავი როგორ უნდა ავარიდო
როცა ხიდებია ჩატეხილი.
ხედავ
ვეღარ ვსუნთქავ გალაქტიონ!
უკვე იმდენი მაქვს მოთმენილი
გზაზე ფანჯარამდე ხშირად ვფიქრობ
ეს ხომ, შენც ბევრი გაქვს მოსმენილი.
ეს
დღეც დამთავრება გალაქტიონ!
ტკივილს ბოლო წუთი ეჩვენება
ამათ კიდევაც რომ მაპატიონ
სულს ხომ არაფერი ეშველება.
როგორ
გაუმკლავდი გალაქტიონ!
შენც ხომ ნერვები გაქვს გაწყვეტილი
მერამდენედ უნდა ამატირონ
გულში ძარღვები მაქვს დაწყვეტილი.
მოდი
შემეშველე გალაქტიონ!
აგერ გაღებული დარაბიდან
ამათ "გაფრენაც,, რომ მაპატიონ
მე მეტს, მაინც ვეღარ გადავიტან.
ნ.სამხარაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100