სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

1995 წელი, სვანეთი, ქალიშვილობის დაკარგვის გამო გოგონა საკუთარმა ოჯახმა საჯაროდ მოკლა

MediaCity-თან საუბარში თამარ დადიანმა 1995 წელს მესტიის რაიონში მომხდარი საზარელი, გაუხმაურებელი მკვლელობის დეტალები გაიხსენა, რომელიც სვანი რომეო და ჯულიეტას ტრაგიკული სიყვარულის შესახებ მოგვითხობს.

“ქალთა უფლებებზე ტრენინგების და ლექციების ჩატარების მიზნით, ერთკვირიანი მივლინებით სვანეთში მიმავლინეს. იმ დროს, ამ კუთხის მოსახლეობისთვის, მოუტაცებელი ქალის ოჯახში რძლად შეყვანა სირცხვილად ითვლებოდა. რასაკვირველია, ოჯახში შეყვანამდე საქმროსთან ფიზიკური სიახლოვე გამორიცხული იყო.

არასოდეს დამავიწყდება 1995 წელს მესტიის რაიონში მომხდარი ეს შემზარავი ამბავი. გვარის დასახელებას მოვერიდები. ერთ ოჯახს ოთხი ვაჟი და ერთი ულამაზესი გოგონა ჰყავდა, რომელზეც იმავე სოფლელი ვაჟი იყო შეყვარებული. გოგონას სხვა უყვარდა და როგორც შემდეგ გაირკვა, შეყვარებულთან, რომელსაც საქმროდ მიიჩნევდა, ფიზიკური სიახლოვეც ჰქონდა. ამის შესახებ გაიგო უარყოფილმა ვაჟმა და ოჯახის უფროსს გააგებინა. მამის აღშფოთებას ისიც დაემატა, რომ გოგონას დასჯა სოფელმაც მოითხოვა.

მამამ გადაწყვეტილება მიიღო დაწესის ასრულებაუფროს ვაჟს ანუ გოგონას ძმას დაავალა. ეს გოგო საჯაროდ იქნა მოკლული ძმის მიერ, ხმლით აქნეს.

ტრაგედიის შემდეგ გოგონას შეყვარებულმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე გოგონას საქმრომაც. დედა, რომელმაც შვილის დაცვა ვერ შეძლო, ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სიცოცხლე იქ დაასრულა - იხსენებს ქალთა უფლებადამცველი.

სტატია სრულად იხილეთ ლინკზე: http://mediacity.ge/shemtkhveva/334-semzaravi-mkvleloba-mestiasi-qalisvilobis-dakargvis-gamo-gogona-sakutarma-ojaxma-axanjla

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100