პარლამენტის სხდომაზე, არჩილ თალაკვაძის მოხსენებისას, ოპოზიციის წევრებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წევრებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.
იმ დროს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა, „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა პლენარული სხდომა რამდენიმე წუთში დატოვა.
კომენტარი