აშშ და ევროპა ავდარს ებრძვის
აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინას ტორნადომ გადაუარა. დანგრეულია შენობები, რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სამი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად პენსილვანიაში. დატბორილია სამანქანო გზები, ადედებულმა მდინარემ მანქანები შიგ მსხდომ ადამიანებთან ერთად წაიღო.
ქარბუქი და წვიმაა პოლინეთში, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა: ერთ მამაკაცს ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა, მეორე კი საკუთარი სახლის სახურავიდან გადმოვარდა.
უამინდობაა ბელგიაშიც. ქარმა და წვიმამ აქ უკვე იმსხვერპლა ხუთი ადამიანი. ისინი როკ-ფესტივალის მონაწილეები იყვნენ და სცენაზე გამოდიოდნენ, როცა ქარმა კონსტრუქცია დაშალა და ხალხი ქვეშ მოიყოლა.
კომენტარი