ნიკოლა სარკოზი ავღანეთში ჩავიდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ავღანეთში იმყოფება. სარკოზის ვიზიტი უსაფრთხოების გამო დაანონსებული არ იყო. სარკოზი კაპისას პროვინციაში ჩავა და იმ სამხედრო ბაზას მოინახულებს, სადაც ფრანგული შენაერთები არიან განლაგებულები. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეს სარკოზის მესამე ვიზიტია ავღანეთში. სარკოზი შეხვედრებს გამართავს ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიტ კარზაისთან და გენერალ დევიდ პეტრეუსთანაც.
გასულ კვირას სარკოზიმ განაცხადა, რომ ავღანეთიდან ფრანგი სამხედროების ეტაპობრივი გაყვანა დაიწყება. ავღანეთში სულ 4000 ფრანგი ჯარისკაცი მსახურობს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ჯარის გაყვანა ამერიკელი სამხედროების გაყვანასთან შეთანხმებულად მოხდება.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ 2011 წლის ბოლომდე ავღანეთს 10 000 ამერიკელი სამხედრო დატოვებს. დანარჩენი 23 000 ათასი ჯარისკაცი კი ქვეყანას 2012 წლის სექტემბრამდე დატოვებს.
კომენტარი