სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟანა ფრისკე გარდაიცვალა

რუსული ესტრადის ვარსკვლავი ჟანა ფრისკე გარდაიცვალა. ლამაზმანის გარდაცვალების ფაქტი ოჯახის წევრებმა უკვე დაადასტურეს.

ფრისკეს თავის ტვინის სიმსივნე 2014 წლის იანვარში დაუდგინეს, მას შემდეგ ჟანა მკურნალობის კურსს რუსეთსა და ამერიკაში გადიოდა, ამბობდნენ, რომ მომღერალმა ავადმყოფობის დამარცხება შეძლო, თუმცა 2015 წლის 15 ივნისს ულამაზესმა ქალბატონმა სიკვდილთან ბრძოლა წააგო და 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ მისი მკურნალობისთვის რუსეთის პირველმა არხმა და რუსფონდმა საქველმოქმედო რონისძიებებით 68 მილიონი რუბლი შეაგროვეს და ამ თანხის დიდი ნაწილი ჟანამ ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადარიცხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100