სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც, ცენტრალურ ოფისს გადავუფორმებთ ივანიშვილს - ხაბეიშვილის შეთავაზება "ოცნებას"

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის შეთავაზება "ქართულ ოცნებას" - დავთმობთ პარლამენტისა და საკრებულოების მანდატებს, თუ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება.

განცხადება ლევან ხებეიშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში ამ ინსტიტუტის არგამოყენებაში აზრს ვერ ხედავს.

პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ვთავაზობ რუსულ "ოცნებას" - პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისსაც გადავუფორმებთ... მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის დავიწყებთ ნულიდან ყველაფერს... მათ ხომ უნდათ - თქვა ხებეიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100