27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი გააუმჯობესეთ კავშირები, შეადგინეთ დოკუმენტები. დილა ვარჯიშით დაიწყეთ. კარგი დღეა ექიმთან ვიზიტისთვის, სამედიცინო პროცედურებისთის. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
კურო
კარგი დღე კრეატიული ბიზნესპროექტების განსახორციელებლად. პირად ურთიერთობაში სტაბილურობა და ჰარმონია დაისადგურებს. საკამათო საკითხები დიპლომატიურად მოაგვარეთ.
ტყუპი
დღეს ყველაფერზე სწრაფად გაღიზიანდებით და დაიღლებით. მეტი დრო დაუთმეთ ბინის, სახლის მოლამაზებას. ნერვიულობისგან შეიძლება გაგირთულდეთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა.
კირჩხიბი
იყავით მობილიზებული და დაკვირვებული. დღეს ნებისმიერი საკამათო საკითხი თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. ხშირი გადაადგილება გელით და ეცადეთ, ავტომობილი წესრიგში გქონდეთ.
ლომი
ნუ იქნებით გულუხვი და გამცემი, როგორც იცით ხოლმე. იყავით
ქალწული
თქვენ ზარმაცი არ ხართ და დღეს ნებისმიერი რაოდენობის საქმეს გაუმკლავდებით. ამასთანავე, პირადი ცხოვრებისთვისაც დაგრჩებათ დრო. ეცადეთ, არ იყოთ გაღიზანებული და ფეთქებადი.
სასწორი
კონკრეტულ საქმეში კონკრეტულ ადამიანებს უნდა სთხოვოთ დახმარება. მეტი დრო დაუთმეთ პირადი საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა მკურნალობისა და საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად.
მორიელი
მრავალფეროვანი, დინამიკური დღე გელით. მთავარია, არ იზარმაცოთ და დაკვირვებულად იმოქმედოთ. შეიძლება ახალი თანამშრომელი ან კლიენტი შემოგემატოთ, ან შემოსავლის ახალი წყარო.
მშვილდოსანი
დღეს პირველ ადგილზე პროფესიული მოვალეობები უნდა დააყენოთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორებთან/კლიენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. უფროს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.
თხის რქა
დასახული მიზნების შესრულების დღეა. ყველა პირობა შეგექმნებათ, რომ მოაგვაროთ საქმეები. იდეალურად გაუმკლავდებით კონკურენციასაც და გამოცდასაც. გარდა ამისა, იმდენად მომხიბვლელი იქნებით, შეკამათებასაც ვერავინ გაგიბედავთ.
მერწყული
ნუ შეუშინდებით სირთულეებს. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. კარგი დღეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
თევზები
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ის თქვენი ერთგული დამხმარე და მრჩეველი გახდება. გახსოვდეთ, რომ ერთად უფრო მეტ შედეგს მიაღწევთ, ვიდრე მარტო.
კომენტარი