სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს-მ დაადასტურა, რომ თენგიზ გუნავას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს

შს სამინისტრომ დაადასტურა, რომ ამავე უწყების გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის მიმართ წაყენებული ბრალდება ფალსიფიცირებული იყო, რომ თენგიზ გუნავას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს.

შსს-ს ცნობით გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სამსახურეობრივი შემოწმება თენგიზ გუნავას დაკავების თაობაზე.

გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი.

ამავე საკითხზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. დამატებითი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულების შემდეგ, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100