სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავერსი აგრძელებს სპეციალური შეკვეთით თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას.

გუშინ ერთ–ერთი ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე გარკვეული მედიკამენტები უფრო იაფია ვიდრე საქართველოში. ზოგიერთ მედიკამენტთან დაკავშირებით ეს სიმართლეს შეესაბამება და ავერსი არ უარყოფს ამ ინფორმაციას. რაც შეეხება კონკრეტულ პრეპარატს, რომელზეც იყო საუბარი, მინდა მოგახსენოთ შემდეგი:

ციტოლესი 10მგ #28 ტაბლეტის თვითღირებულება თურქული ქარხანა „აბდი იბრაჰიმიდან“ არის 46,74 ლარი. აფთიაქში მაქსიმალური საცალო ფასია 74,77 ლარი, მინიმალური საცალო ფასია 56,40 ლარი, დარიცხვა 20%.

ციტოლესი 10მგ #56ტაბლეტის თვითღირებულება იმავე ქარხნიდან არის 56,10 ლარი. აფთიაქში მაქსიმალური საცალო ფასია 88 ლარი, მინიმალური საცალო ფასია 67,50 ლარი, დარიცხვა 20%.

თუ თურქეთში ეს წამალი კიდევ უფრო იაფი ღირს, ეს განპირობებულია იმით, რომ მსგავსი მედიკამენტები სპეციალური ლიცენზიით მზადდება. ამ ლიცენზიით მედიკამენტები მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე იყიდება და მათი ექსპორტი არ არის შესაძლებელი. ჩვენ ქარხნის ფასს ვამატებთ 20% -ს - მინიმუმს, რაც აფთიაქის არსებობისთვის აუცილებელია.

წლებია, ავერსს ძვირად ღირებული და ონკოლოგიური პრეპარატები, რომლებიც თურქეთში სპეციალური ლიცენზიით იწარმოება, მომხმარებლებისთვის ჩამოაქვს ფორმა 100-ით, ყოველგვარი ფასნამატის გარეშე. ამას კომპანია ყოველდღიურად აკეთებს და მომავალშიც გააგრძელებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: 5 77 74 74 27 ან 2 500 700 (1138).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100