ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ჰაკერებმა ობამა ,,ჩაცხრილეს“
ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ჰაკერებმა ამერიკის მოსახლეობას ერთობ უჩვეულო საჩუქრით მიულოცეს. მათ შეძლეს ტელეკომპანია Fox News–ს საიტის გატეხვა, სადაც გამოაქვეყნეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოკლეს.
აღნიშნულ საიტზე ორი ტექსტი დაიდო, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის სიკვდილს იტყობინებოდა.
,,ბარაკ ობამას ორჯერ ესროლეს რესტორან Ross–ში, აიოვას შტატში, სადაც ის წინასარჩევნო ღონისძიებებში მონაწილეობდა“, ასეთი შინაარსის იყო პირველი ტექსტი.
,,ობამა მკვდარია, 4 ივლისი ტრაგიკული დღე აღმოჩნდა ამერიკისთვის. სამძიმარი გამოვუცხადოთ ობამას ოჯახს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი პრეზიდენტის სული. იმედია, მკვლელს მალე იპოვიან,“– მეორედ ასეთი შინაარსის ტექსტით იხუმრეს ჰაკერებმა Fox News–ის საიტზე.
მას შემდეგ, რაც ჰაკერებმა მსგავსი შინაარსის ტექსტები დატოვეს, მათ სოციალურ ქსელ Twitter–ში გადაინაცვლეს, სადაც ამ თემაზე ხუმრობდნენ კიდეც.
შესაბამისმა სამსახურებმა, აღნიშნული ტექსტები მალევე გააქრეს, ჰაკერებს კი Twitter–ში გვერდები დაუბლოკეს.
ამერიკელი ხალხი ბარაკ ობამას გამოსვლას ელის. ალბათ, თეთრის სახლის პრესსსამასახური ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეცილაურ მიმართვას გაავრცელებს.
კომენტარი