სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა მეიშვილი: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში იმოქმედებს

ქართულ მართლმსაჯულებაში სიახლეა. “ნაფიც მსაჯულთა” ინსტიტუტმა უკვე რეალურად დაიწყო ამოქმედება. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იმოქმედებს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს განიხილავს.
ფდსფსდიგჯდფგგდ
ამ საკითხთან დაკავშირებით “დრონი.ჯი” უფრო დეტალურად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა მეიშვილს ესაუბრა.
ფდსფსდიგჯდფგგდ
“დრონი.ჯი”: რა მიზანს ემსახურება საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება და რაში მდგომარეობს აღნიშნული ცვლილებების არსი?
ფდსფსდიგჯდფ
ზაზა მეიშვილი: 2004 წლის 12 თებერვალს საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები და დამატებები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ერთ–ერთი გახლდათ სასამართლო სისტემა, რომელთა მიმართებაში ჩაიწერა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით. ამის შემდგომ ბუნებრივია, დაიწყო საქმიანობა კონსტიტუციური ნორმა ასახულიყო პრაქტიკულ საქმიანობაში. რასაკვირველია, ეს ვერ მოხდებოდა მოქმედი საპროცესო კოდექსით, რამეთუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შეჯიბრებითობის სისტემაზეა დაფუძნებული. ამიტომაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გახდა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტის ნაწილი და ახალი კოდექსის მიღებასთან ერთად, უკვე მიღებული იქნა დებულებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ და ის, შესაბამისად, ამოქმედდება 1 ოქტომბრიდან.
ფდსფსდიგჯდფგგდ
მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად ჩაებმება მართლმსაჯულების საქმიანობაში. ისინი თავად ხდებიან ამ ყველაფრის მონაწილენი და ეს არის კარგი საშუალებაა თავად გახდნენ მართლმსაჯულების განმახორციელებელნი. პარალელურად, ეს ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების კარგად გათავისებაში. მათი, როგორც სრულყოფილი წევრების ჩამოყალიბებაში, ზოგადად ეს ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოს სამართლებრივ განვიტარებას.
ფდსფსდიგჯდფგგდ
გათვალისწინებულია თუ არა რისკები და რამდენად დიდია ასეთი რისკების ალბათობა?
ფდსფსდიგჯდფგგდ
რისკები, ბუნებრივია, თან სდევს ყველაფერს, იყო მსჯელობა, რომ რისკად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ის, რომ პატარა ქვეყანა ვართ, რომ ყველა ყველას იცნობს. ხალხი, საზოგადოება არ იყოს მზად და ასე შემდეგ, ამგვარ რისკებზე საუბრობენ ოპონენტები, მაგრამ თუკი არასდროს არ მოამზადე, სამოქალაქო საზოგადოება სულ მოუმზადებელი იქნება. ეს არასწორი მიდგომაა, მითუმეტეს, როცა ამ სამოქალაქო საზოგადოებას პარლამენტის არჩევის საშუალებას ვაძლევთ და სხვა უფლებებს ვაძლევთ, ბუნებრივია, მათ ეს უფლებაც უნდა ჰქონდეთ, და როდესაც შენ დაიწყებ შენი უფლების რეალიზაციას, იმის შემდეგ ხდები მომზადებული, თუმცა მე ვფიქრობ, რომ იმიტირებული პროცესებით და იმ რეალობებით, რაც ჩვენ გვქონდა, დაგვანახა რომ სამოქალაქო საზოგადოება მზად არის ამისთვის. რაც შეეხება დაინტერესებას და არა საჭირო, მიკერძოებული ადამიანის იქ მოხვედრას, ამ ყველაფრისთვის გაწერილია წესები, დადგენილია ჩამონათვალი, ვინ არ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული, მხარეებს აქვთ უფლება მათ შორის დაუსაბუთებელი აცილებით მოიშორონ ასეთი ხალხი.
ფდსფსდიგჯდფგგდ
ამიტომ თუ მხარეები მაღალკვალიფიციურად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, ჩვენ დაგვრჩება 12 ნეიტრალური ადამიანი და ის არ იქნება დაინტერესებული და მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება იქნება სწორი, სამართლიანი და, რაც მთავარია, მთელი საზოგადოებისთვის მისაღები. ამიტომ რისკები არსებობს, მაგრამ ამ რისკების კარგად გათვლის და კარგად მუშაობის შემთხვევაში, ფაქტობრივად ისენი შემცირებული იქნება.
ფდსფსდიგჯდფ
რა სახის დანაშაულზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ნაფიცი მსაჯულები?
ფდსფსდიგჯდფგგდ
დღეს დადგენილი კანონმდებლობით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსჯადი იქნება ის საქმეები, რომელზეც სასჯელის სახით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკევთა, თუმცა ეს არის საერთო წესი და ამ წესის ამოქმედებამდე ეს ინსტიტუტი პილოტურად ანუ ნელ-ნელა დაინერგება პრაქტიკაში. 2010 წლის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში იმოქმედებს და განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს.
ფდსფსდიგჯდფგგდ
2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე კი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი კიდევ ორი მუხლი გახდება, ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე და 137-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეები. Aდანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე ან 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
ფდსფსდიგჯდფგგდ
ძირითადად რა პროფესიის ადამიანები შეძლება იყოს “ნაფიცი მსაჯული”? (ხომ არ იქნებიან მხოლოდ იურისტები)
ფდსფსდიგჯდფგგდ
თუკი ადამიანი პროფესიით იურისტია, იგი ვერ იქნება ნაფიცი მსაჯული. ნაფიც მსაჯულად შეირჩევა პირი თუ იგი შეყვანილია ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში, ფლობს სისხლის სამართლის პროცესის, ანუ სახელმწიფო ენას, ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში, სადაც მიმდინარეობს პროცესი და არ არის უნარშეზღუდული.
ფდსფსდიგჯდფგგდ
ნაფიცი მსაჯული ვერ გახდება პირი, თუ ის ნასამართლევია, ბრალდებული ან მსჯავრდებულია, არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, პროკურატურის, იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, არის სასულიერო პირი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და იურისტი.
ფდსფსდიგჯდფგგდ
რა ფორმით მოხდება მათი არჩევა?
ფდსფსდიგჯდფგგდ
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე, სხდომის თავმჯდომარე ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა 50-კაციან სიას. მხარე უფლებამოსილია დააყენოს მსაჯულობის კანდიდატის აცილების შუამდგომლობა. აცილების უფლებას პირველად ახორციელებს ბრალდების მხარე, ხოლო შემდეგ - დაცვის მხარე. მსაჯულობის კანდიდატს შეუძლია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ, რაც დასაბუთებული უნდა იყოს. თვითაცილებისა და აცილების საფუძვლების განხილვის შემდეგ, 50 კანდიდატიდან შეირჩევა 12 ნაფიცი მსაჯული და ორი სათადარიგო. სათადარიგო მსაჯულიც ესწრება სასამართლო სხდომას და სასამართლოს თათბირს., მაგრამ უფლება არა აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ან მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში.
ფდსფსდიგჯდფგგდ
სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან წილისყრის საფუძველზე ნიშნავს უფროს მსაჯულს, რომელიც თავმჯდომარეობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სახელით წერილობითი შეკითხვით მიმართავს სხდომის თავმჯდომარეს, აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს, ადგენს შესაბამის დოკუმენტებს, ხელს აწერს ვერდიქტს და სასამართლო სხდომაზე აცხადებს მას.
ფდსფსდიგჯდფგგდ
რომ არ მოისყიდონ რა იქნება მათი დაცვის მექანიზმი?
ფდსფსდიგჯდფგგდ
ნაფიც მსაჯულთა დაცვის გარანტიები კანონშია ჩადებული. თუ დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა, აგრეთვე, როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს განიხილავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.
ფდსფსდიგჯდფგგდ
თუ შეუძლებელია საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვის უზრუნველყოფა, მასმედიით მისი ინტენსიური გაშუქების ან საქმისადმი კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით დაადგინოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადატანა ტერიტორიულად სხვა ადგილას მდებარე სასამართლოში.
ფდსფსდიგჯდფგგდ
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
ფდსფსდიგჯდფგგდ
“ნაფიც მსაჯულთა” ინსტიტუტი მხოლოდ თბილისში იქნება თუ საქართველოს მაშტაბით დამკვიდრდება?
ფდსფსდიგჯდფგგდ
2010 წლის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იმოქმედებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრიდან კი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით საქმეებს უკვე განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები.
რა ასაკის ადამიანები იქნებიან ნაფიც მსაჯულები და რამდენი ადამიანით დაკომპლექტდება?
ფდსფსდიგჯდფგგდ
პირს შეუძლია უკვე 18 წლიდან შეასრულოს ნაფიც მსჯაულთა მოავლეობა, თითოეული სხდომისთვის შეირჩევა 12 ნაფიცი მსაჯული.
წელიწადში რამდენჯერ არის შესაძლებელი ნაფიც მსაჯულების არჩევა და ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმის შემთხვევაში დაეკისრება თუ არა რაიმე სახის ჯარიმა?
კანდიდატს აქვს უფლება, უარი განაცხადოს ნაფიც მსაჯულობაზე თუ: უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში იგი უკვე იყო მსაჯული; მუშაობს ისეთ სამსახურში, სადაც მისი შეცვლა მნიშვნელოვან ზარალს გამოიწვევს; ხანგრძლივი ვადით იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ და თუ 70 წელსაა გადაცილებული.
ფდსფსდიგჯდფგგდ
ნაფიცი მსაჯული ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქმის განიხილვაში წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100