უკრაინაში რუსულ აგრესიას კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა
უკრაინაში რუსულ აგრესიას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეეწირა. დაღუპულია ირაკლი ქურციკიძე. ქართველი მებრძოლი ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა. ამ ტრაგედიამდე სამხედრო მოსამსახურემ ფრონტის ხაზიდან შვიდი დაჭრილის გამოყვანა მოახერხა.
დაღუპული მეომრის თანამებრძოლების ინფორმაციით, ქურციკიძეს სამშობლოში უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ.
კომენტარი