ნიკა გვარამიას მეუღლის პირველი კომენტარი მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ
ნიკა გვარამიას მეუღლის პირველი კომენტარი მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ - სოფო ლილუაშვილის თქმით, ის დღეს ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა:
"ძაან რთულია. არ ველოდი, გულწრფელად არ ველოდი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემ შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ - გამაგრდნენ, გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად, ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება" - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კომენტარი