28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს სამსახურში მოსალოდნელია ურთიერთგამომრიცხავი სიტუაციები, მოულოდნელობები. დააკვირდით ირგვლივმყოფებს, შესაძლოა გარკვეული მოტივით თვალს გადევნებენ.
კურო
მოუფრთხილდით ნერვებს, მოთოკეთ ემოციები, ზოგადად მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
ტყუპები
აქტუალური ხდება პირად-სასიყვარულო საკითხები. ზოგადად სირთულეებია მოსალოდნელი საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში.
კირჩხიბი
პარტნიორული საკითხები, საოჯახო საკითხები, ფინანსები - ყოველი სფერო თქვენს ყურადღებას საჭიროებს, იყავით თანმიმდევრული, ყური მიუგდეთ ახლობლების რჩევებსა და საკუთარ ინტუიციას.
ლომი
შესაძლოა დღეს გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც შეხედვისთანავე მოგაჯადოვებთ, არის ალბათობა ძველი ურთიერთობა გაცოცხლდეს, რადგად თქვენ შეხედოთ სიტუაციას ან პარტნიორს ახლებურად.
ქალწული
მატულობს თქვენი ავტორიტეტი, თქვენი ენთუზიაზმითა და შრომისმოყვარეობის წყალობით დიდ ყურადღებას დაიმსახურებთ როგორც პროფესიონალი.
სასწორი
ერიდეთ სხვადასხვა თავშეყრის ადგილებს. ხასიათში მატულობს გაღიზიანება. შეიმოსეთ ამინდის შესაბამისად, რადგან ჯანმრთელობა ამ პერიოდში მეტ ყურადღებას საჭიროებს.
მორიელი
სიახლეების დღეა, შესაძლოა მოიმატოს შემოსავლებმა, ძველი პროექტებზე მუშაობა ჯერ კიდევ აქტუალურია.
მშვილდოსანი
შესაძლოა დღეს გაიგოთ საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ პერსპექტივისთვის ახალი მომგებიანი კავშირების დამყარებაში.
თხის რქა
სამსახურეობრივ სფეროში შესაძლოა რაღაც ახალი შემოთავაზება გქონდეთ, შესაძლოა დაწინაურდეთ კიდეც.
მერწყული
დღეს ეცადეთ თქვენს ბიზნესს შემოქმედებითი კუთხით მიუდგეთ. ასევე მნიშვნელოვანია ახალ კავშირებზე გასვლა.
თევზები
ნუ ენდობით დაპირებებს და თქვენც ნუ დაპირდებით ნურავის ისეთ რამეს რასაც ვერ შეასრულებთ. იმოქმედეთ მხოლოდ ანალიზის შემდეგ.
კომენტარი