ლალი მოროშკინა ისევ გათხოვდა (ფოტო)
ლალი მოროშკინა მესამედ გათხოვდა. პირად ცხოვრებაში არსებული სიახლე ლალიმ ფეისბუქის გვერდზე გაასაჯაროვა, "რილეიშენშიფ" სტატუსის შეცვლასთან ერთად მოროშკინა სოციალურ ქსელში ახალი ქმრის ფოტოსა და მოზრდილ პოსტსაც აქვეყნებს.
"მაშ ასე,
18 ნოემბერია!!!
1.საქართველოს ახალი პრეზიდენტი ყავს!
ღირსეული, ჭკვიანი, დინჯი -ჩემი არჩეული პრეზიდენტი!
2.მსოფლიოში ყველაზე ვაჟკაც ადამიანს გავყევი ცოლად!
3. ჩემი დაბადების დღეა...
განა არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ყოველივე ეს რომანტიულ გარემოში, მეუღლესთან ერთად ავღნიშნო?
რამოდენიმე საათში მე და ირაკლი ბებერი ევროპისკენ გავფრინდებით,
თქვენ კი საიმედო ხელში გტოვებთ!
დიდი მადლობა თმენისთვისთვის, გაგებისთვის და მოლოცვებისთვის!!!
ზამთართან ერთად დაგიბრუნდებით...
მიყვარხართ,
მუდამ თქვენი
ლალი მოროშკინა-ჯაფარიძისა" - წერს ლალი მოროშკინა
კომენტარი