სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ამ გამოსვლის შემდეგ ფსიქიკურად განადგურებული ვიყავი... ძალიან გავბრაზდი" - გაუგებრობა American Idol-ში: როგორ პასუხობს ნუცა ბუზალაძე მეწყვილეს?

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ამე­რი­კუ­ლი მე­გაპ­რო­ექ­ტის American Idol-ის ამ კვი­რის ეპი­ზოდ­ში დუ­ე­ტით წარ­სდგა, მისი მე­წყვი­ლე ქალი კა­რი­ნა დე ან­ჯე­ლო იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის მე­წყვი­ლე სიმ­ღე­რის დროს პა­ნი­კამ მო­იც­ვა, რაც გა­მოს­ვლა­შიც შე­ე­ტყო და ჟი­უ­რის ეს ფაქ­ტი არ გა­მორ­ჩა. წყვი­ლის ვი­დეო პრო­ექ­ტმა ასე და­ა­სა­თა­უ­რა: "მათ დუ­ეტ­თან ერ­თად რა­ღაც დრა­მა ჰქონ­დათ!" ბუ­ზა­ლა­ძე წა­რუ­მა­ტე­ბელ დუ­ეტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, ამ ფაქ­ტმა გა­აბ­რა­ზა და ამ ყვე­ლა­ფერს გა­უ­გებ­რო­ბა უწო­და: ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე: - ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოც­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში! ამ ვი­დე­ომ ცრემ­ლე­ბი მო­მი­ტა­ნა და არა სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბი. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, როცა გა­მარ­ჯვე­ბას არ ვზე­ი­მობ, სა­მა­გი­ე­როდ, ვგრძნობ, რომ სა­ჭი­როა სწო­რად ავ­ხსნა სა­კუ­თა­რი თავი. და­სა­წყი­სის­თვის - კონ­კურ­სის წე­სია ყვე­ლა რე­პე­ტი­ცი­ა­ზე დრო­უ­ლად დას­წრე­ბა - არ­ცერთ მო­ნა­წი­ლეს არ აქვს უფ­ლე­ბა, გა­მო­ტო­ვოს ის, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ იმ ფაქ­ტზე, რომ არას­დროს მე­ზა­რე­ბა შეს­რუ­ლე­ბა, თუნ­დაც ბევ­რჯერ ვი­ვარ­ჯი­შო - რად­გან შეს­რუ­ლე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბაა, ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი გა­ტა­ცე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში! გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, ამ გა­მოს­ვლის შემ­დეგ ფსი­ქი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ვცდი­ლობ­დი, სიძ­ლი­ე­რე შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. ალ­ბათ ყვე­ლამ შე­ამ­ჩნი­ეთ, რო­გორ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. მე­გო­ნა, უკვე გა­ვი­და, მაგ­რამ ვი­დე­ომ და­მიბ­რუ­ნა ის მო­გო­ნე­ბე­ბი და სევ­დის გან­ცდა... და ძნე­ლია გა­უმკლავ­დე, მაგ­რამ რად­გან ეს კონ­კურ­სია - არა კონ­ცერ­ტი, არა­მედ კონ­კურ­სია, ვცდი­ლობ ვიყო ძლი­ე­რი, თო­რემ გა­მი­ჭირ­დე­ბა წა­ვი­დე უფრო შორს - ეს არის ცხოვ­რე­ბა... მინ­და ყვე­ლამ იცო­დეთ, რომ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ჩა­სას­ვლე­ლად 17 სა­ა­თი ვიფ­რი­ნე, გა­და­ღე­ბამ­დე სულ რა­ღაც 1 დღით ადრე. რო­გორც და­გეგ­მი­ლი იყო, ყო­ველ­დღე ჩვე­ნი გა­და­ღე­ბე­ბი დი­ლის 7 სა­ათ­ზე იწყე­ბო­და და ხან დი­ლის 3-4 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბო­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცი­ე­ბის შემ­დეგ არ ვი­ცო­დი, რომ და­მა­ტე­ბი­თი ვო­კა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გვქონ­და, ალ­ბათ, გა­მომ­რჩა ეს ინ­ფორ­მა­ცია, ჩემ­თვის არის ეს ცუდი. თუმ­ცა, ერთხელ კა­რი­ნამ და­მი­რე­კა, მო­ვემ­ზა­დე და დავ­ბრუნ­დი, რათა კი­დევ უფრო მეტი რე­პე­ტი­ცია გაგ­ვევ­ლო. მივ­ხვდი, რომ კა­რი­ნა იმ დრო­ის­თვის თავს კომ­ფორ­ტუ­ლად არ გრძნობ­და და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, რომ იმ­დე­ნი გვე­მუ­შა­ვა, რამ­დე­ნიც მას უნ­დო­და, მარ­თლა მსურ­და ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ორი­ვეს­თვის და­უ­ვი­წყა­რი გამ­ხდა­რი­ყო. ამ გა­მოს­ვლით ხომ ორი­ვეს სი­ა­მოვ­ნე­ბა უნდა მიგ­ვე­ღო, და ის, რომ კა­რი­ნა არ იყო კმა­ყო­ფი­ლი, ამან მარ­თლა ძა­ლი­ან გა­მაბ­რა­ზა. იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი გო­გოა, ძლი­ე­რი ვო­კა­ლით და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ კა­რი­ე­რულ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რს მი­აღ­წევს და ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოს ვუ­სურ­ვებ. და­სას­რულს, გულ­წრფე­ლად ვი­მე­დოვ­ნებ, რომ უკეთ გა­მიც­ნობთ მე და ჩემს პი­როვ­ნე­ბას. ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ! და დიდი მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის" - წერს ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100