"ქართულმა პოლიციამ თბილისში 28 მომიტინგე დააკავა" - რუსული გამოცემა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერს
"ოპოზიციონერებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს, ცეცხლი დაანთეს და ღამის გათევა იქ გადაწყვიტეს, თუმცა გამთენიისას სპეცრაზმმა და წყლის ჭავლმა იძულებული გადახა ისინი, დაშლილიყვნენ. დააკავეს 28 პირი, 3 მომიტინგე კი ფიზიკურად დაშავდა" - ამის შესახებ რუსული გამოცემა life.ru წერს.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომიტინგეების მიერ პარლამენტის შენობის პიკეტირებას უკანონოს უწოდებს და სწორედ ამ მიზეზით ხსნის ზედიზედ მესამედ დარბევის ფაქტს.
"ამ დროისთვის რამდენიმე მომიტინგე მაინც რჩება პარლამენტის წინ. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ და უკან არ დაიხევენ. ცოტა ხანში აქცია ისევ დაიწყება, თუმცა პარლამენტის უკანა შესასვლელს ახლა სამართალდამცველები იცავენ და მომიტინგეებს პერიმეტრზე არ უშვებენ. აქცციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მმართველმა ძალამ თავისი უსუსურობა გამოავლინა და სწორედ ამიტომ ჩარია სამართალდამცველები საქმეში" - ნათქვამია სტატიაში.
კომენტარი