თვითმკვლელობა ბათუმის ბულვარში
დილაადრიან ბათუმის ახალ ბულვარში პოლიციამ 36 წლის ელდარ ჯალაღონიას ცხედარი იპოვა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მათი თქმით, სიუციდამდე ჯალაღონია ბულვარში, სკამზე მშვიდად იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, მერე კი რევოლვერი ამოიღო და თავში ტყვია დაიხალა. ცნობილია, რომ ჯალაღონია ბათუმში ბიზნეს–საქმიანობას ეწეოდა და “ბლექ ბარ”–ის თანამშრომელი იყო. შემთხვევის ადგილზე პოლიციამ თვითმკვლელობის იარაღიც იპოვა. მეგობრები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ამბობენ, რომ გარდაცვლილს არც ფინანსური და არც ოჯახური პრობლემა არ ჰქონია. სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა.
კომენტარი