სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 წლის დედა, რომელიც მის შვილს ათი წლის ასაკამდე ღვიძლი და ეგონა

პერუში დაბადებული ლინა მედინა მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა დედა გახლდათ. როცა მშობლებმა ის მუცლის არეში ტკივილის ჩივილებით ჰოსპიტალში მიიყვანეს, ლინა 5 წლის იყო. მანამდე მშობლები ვარაუდობდნენ, რომ ლინას რაღაც შინაგანი დარღვევა ან წყლული ჰქონდა, მაგრამ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვი ორსულობის მე-7 თვეში იყო.

ექიმმა ჰერარდო ლოსადამ ბავშვი პერუს დედაქალაქში, ლიმაში გადაიყვანა, რათა იგი სპეციალისტებისთვის ეჩვენებინა და მათაც დაედასტურებინათ ის, რაც თვითონ ლოსადამ ზუსტად იცოდა. 5 წლის ბავშვის ორსულობა დანარჩენმა ექიმებმაც დაადასტურეს. თვენახევრის შემდეგ, 1939 წლის 14 მაისს, საკეისრო კვეთის შემდეგ, ლინა მედინამ ბიჭი გააჩინა.

ჩვილი 2,7 კგ-ს იწონიდა და მას ჰერარდო დაარქვეს - ექიმის პატივსაცემად. ჰერარდო ისე აღზარდეს, რომ ლინა დედა კი არა, თავისი და ეგონა. სიმართლე მან 10 წლის ასაკში გაიგო. ის სრულიად ჯანმრთელი, ნორმალური მამაკაცი იყო, თუმცა, საშუალო ასაკს მიღწევის შემდეგ, 40 წლის ასაკში (1979 წელს), ძვლის კიბოთი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100