სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელია: გავეშებული მილიარდერის რეპრესიების პირისპირ დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ამ სპექტრის, ამ ელექტორატის ერთიანობა

ნიკა მელია სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

"როდესაც ხელისუფლების ყველა შტოს მდგრადობა ერთი კაცის ნერვებზეა დამოკიდებული, იმ ხელისუფლების დრო დათვლილია

გუშინ ყველამ ერთად ვნახეთ როგორ უღალატა ნერვებმა ივანიშვილს.

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავა 20-21 ივნისის საქმეზე

გავრილოვის ღამის შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და აქამდე მისი დაკავება არ გადაწყვიტა.

ეს ივანიშვილმა გადაწყვიტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა ხმაურიანი განცხადებები აკეთა და მას შემდეგ რაც სასამართლოს მიმართა ხალვაშის/ივანიშვილის რ2 წილის დაყადაღების მოთხოვნით.

შეგახსენებთ, ამ დაპატიმრებას წინ უძღოდა, მისი დაცვის წევრის დაპატიმრება, როგორც გაფრთხილება.

როგორც ჩანს ეს დაკავება წარმოადგენს აღიარებას რომ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია.

20 ივნისს დაღვრილი სისხლის შემდეგ ივანიშვილმა იძულებით გამოიმეტა პროპორციული არჩევნები, მაგრამ რეალურად არჩევნებამდე მივყვავართ თავისუფალი არჩევანის გარეშე.

იჭერს/ზღუდავს ლიდერებს და ანტისაოკუპაციო/ანტი ოლიგარქიულ მოძრაობებში ჩართულ აქტიურ მოქალაქეებს რაც უნდა განხილულ იყოს, როგორც მთლიანად ოპოზიციური სპექტრის, ოპოზიციური ელქტორატის დევნა.

სწორედ ამიტომ, გავეშებული მილიარდერის რეპრესიების პირისპირ დღეს როგორც არასდროს, საჭიროა ამ სპექტრის, ამ ელექტორატის ერთიანობა, ყოველგვარი მაგრამების და დათქმების გარეშე".- წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100