ეს სექსუალური გოგონა მფრინავია, მის რეისზე ბილეთების შესაძენად კი მამაკაცები ერთმანეთს ეჯიბრებიან
31 წლის კანადელმა ემილი კრისტინმა არა მარტო ხმელეთზე, ჰაერშიც კი მოახერხა მამაკაცთა გულების დაპყრობა.
საკუთარ საქმეზე შეყვარებული კრისტინი კვირაში 12-16 რეისს აკეთებს, მამაკაცები კი მის თვითმფრინავზე მოხვედრას ყველაფრის ფასად ცდილობენ.
"იყო მფრინავი - საოცარი შეგრძნებაა. თითქოს ყველა შენს პრობლემასა და საზრუნავს მიწაზე ტოვებ და ჰაერში მსუბუქად გრძნობ თავს. ჩემთვის ეს თავისუფლების შეგრძნებაა" - აღნიშნა ემილიმ.
კანადელი მფრინავი უკვე რვა წელია, რაც ამ საქმიანობით არის დაკავებული და თითქმის მსოფლიოს ყველა წერტილი შემოიარა. ემილიმ ეს პროფესია შემთხვევით არ აირჩია - მოგზაურობა ისევე ძალიან უყვარს, როგორც თვითმფრინავის მართვა და ბავშვობაში ოცნებობდა, მთელი მსოფლიო ენახა, ამ გზით კი ოცნება აისრულა. ინსტაგრამზე პოპულარულ მფრინავს 39 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და მის მრავალფეროვან ცხოვრებას აღტაცებით ადევნებენ თვალს. მფრინავი ქალი საკმაოდ იშვიათი რამაა, ამიტომ, ემილი იმედოვნებს, მათი რიცხვი მალე გაიზრდება, რადგან ეს პროფესია იმდენად საინტერესოა, რომ რთულია ასეთ თავგადასავალზე უარის თქმა.
კომენტარი