სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„პალეოდიეტა“ - კვლევებმა დაადგინა, რომ ქვის ხანის დიეტა ყველაზე ეფექტური და სასარგებლოა

იმისათვის, რომ გახდეთ და ფორმაში ჩადგეთ, სულაც არ არის აუცილებელი ერთი დიეტის დასრულების შემდეგ მეორეს დაწყება.

პალეოლითის დიეტა - ასე ეწოდება იმ საკვებთა ჩამონათვალს, რომელიც საკმაოდ სასარგებლოა და ნაკლებ კალორიულიც. მას მეორენაირად ქვის ხანის დიეტასაც უწოდებენ.

თავდაპირველად დიეტოლოგმა უოჰტლინმა აღმოაჩინა ეს დიეტა 1975 წელს და თავის წიგნშიც შეიტანა და აღნიშნა, რომ ადამიანიც ჩვეულებრივი მტაცებელი ცხოველია, რომელიც საჭიროებს შესაბამის კვებას. 1980-ან წლებში მკვლევარები ბოიდ ითონი და მელვინ კონერი მივიდნენ დასკვნამდე, რომ 40 ათასი წლის მანძილზე ადამიანის გენეტიკური სტრუქტურა არ შეცვლილა და სწორედ ისევე უნდა იკვებებოდეს, როგორც ქვის ხანის დროს იკვებებოდა. მართალია, ითონმა და კონერმა რაციონში დაუშვეს უცხიმო რძე, დაუფქვავი ხორბლის პური, ბრინჯი, მოხარშული კარტოფილი, თუმცა მაინც აღნიშნავდნენ, რომ გამოქვაბულში დახატული ხარის გამოსახულების გვერდით მარცვლოვანი მცენარეები და ბოსტნეული არ ყოფილა.

10 წლის შემდეგ მკვლევარმა და დიეტოლოგმა ლორენ კორდეინმა გამოუშვა წიგნი „პალეოდიეტა“, რომელშიც აღწერილია, თუ რა სასარგებლოა ხორცი ადამიანის ორგანიზმისთვის და რა დაავადებებს ებრძვის მისი რეგულარული მიღება. ადამიანი, რომელიც ხორცს არ ჭამს, უფრო მეტად იტანჯება ჭარბი წონით, რადგან მიირთმევს ისეთ საკვებს, რომელიც ნოყიერია და ბევრი სხვადასხვა სასუქითა თუ ვიტამინითაა გაჯერებული.

რა არის კარგი პალეოდიეტაში? - ცხოველური ცილები ყველაზე მეტად ეხმარება ორგანიზმს მეტაბოლიზმში, რაც თავისთავად წონის კლებას უწყობს ხელს. ამასთან, ის ბევრად ნოყიერია და მცირე ულუფებიც კი ანაყრებს ადამიანს. ცხოველური ცხიმი მარტივად მოსანელებელია და ორგანიზმს ენერგიითაც ავსებს.

„პალეოდიეტაში“ შემევალი პროდუქტებია:

მჭლე ხორცი - ყოველგვარი ბეკონისა და სალას გარეშე, არავითარი ვიჩინა და ძეხვი, ეს უნდა იყოს უბრალოდ ხორცი

თევზი და ზოგადად ზღვის პროდუქტები

კვერცხი - დღეში არაუმეტეს ორისა

სოკო

მოუხალავი თხილი

კენკრა, ხილი და ბოსტნეული - არადაკონსერვებული

მცენარეული ზეთი - ქოქოსის, ზეთისხილის, ავოკადოს, ზეითუნის და ა.შ.

ეს ის პროდუქტებია, რომლებსაც უძველეს დროში მიირთმევდნენ ჩვენი წინაპრები. შედეგი მხოლოდ მას შემდეგ ექნება, თუ რაციონიდან ამოვიღებთ სხვა დანარჩენ პროდუქტებს, განსაკუთრებით საკონდიტრო ნაწარმს, დაკონსერვებულს საკვებს, შებოლილსა თუ ხელოვნური დანამატებით გაჯერებულ პროდუქტებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100