ვიღაცეებს გახარია კერკეტი კაკალი ეგონათ, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი - კობახიძე
ვიღაცეებს გახარია კერკეტი კაკალი ეგონათ, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმდჯომარე გიორგი გახარიას ბრიფინგს, სადაც ექსპრემიერმა თქვა, რომ საქართელოს ევროპულ მომავალს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის.
კობახიძის თქმით, გიორგი გახარია 1 %-იანი პარტიის ლიდერია და ხალხმა მას განაჩენი ამით გამოუტანა.
ვიღაცებს გახარია კერკეტი კაკალი ეგონათ, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება. არის 1%-იანი პარტიის ლიდერი და ეს არის საზოგადოების განაჩენი გახარიას მიმართ, რომელიც არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი, - განაცხადა კობახიძემ.
კომენტარი