სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკანდალი: ანჯელინა ჯოლის ტერორისტთან გარიგებაში ადანაშაულებენ

ანჯელინა ჯოლი ერთ-ერთი მათგანია, ვინც გაეროს კეთილი ნების ერთ-ერთ აქტიურ ელჩად ითვლება. ვარსკვლავი ხშირად მიემგზავრება ცხელ წერტილებში და სხვადასხვა ფორმით უწევს დახმარებას გაჭირებაში ჩავარდნილ ადამიანებს. მისი ღვაწლი ამ ცოტა ხნის წინ ჟენევაში გაეროს მიერ მოწყობილ სპეციალურ ღონისძიებაზე საგანგებოდ აღნიშნეს. მაგრამ სკანდალის გარეშე ვერც ანჯელინა ჯოლი გადარჩა: მას ერთ-ერთ იმ პოლიტიკურ ლიდერთან გარიგებაში ადანაშაულებენ, რომელსაც ამ დროისთვის გაერო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ორგანიზატორად მიიჩნევს.

თავის დროზე მადონა იძულებული გახდა, მალავის ჩინოვნიკებთან გარიგებაზე წასულიყო, რათა პატარა მერსის შვილად აყვანის უფლება მიეღო. როგორც ჩანს, ანჯელინა ჯოლიმაც იგივე გზით მიიღო პატარა მედოქსის შვილად აყვანის უფლება - წინასწარ გარკვეული შეთანხმების დადებით.

ანჯელინა ჯოლიმ იიმ ტიტხისგან (რომელსაც „ბაბუა ტიტხს“ ეძახიან და კამბოჯაში ტერორისტული დაჯგუფების „წითელი კხმერების“ ლიდერია) კამბოჯაში 25 ათას დოლარად მიწის ნაკვეთი იყიდა. ამის შესახებ Daily Mail-ს ვინმე მუნხ სარატხმა აცნობა, რომელიც ადრე ანჯელინა ჯოლისთან მუშაობდა. გარიგება ჯერ კიდევ 2002 წელს დაიდო, იმავე წელს კი ჯოლიმ კამბოჯიდან თავისი უფროსი შვილი იშვილა.

მუნხ სარატხმა თავისი სიტყვების დასტურად ხელმოწერილი დოკუმენტებიც წარმოადგინა. მან ისიც განაცხადა, რომ ხელმოწერის მომენტში ანჯელინა ჯოლის წარმოდგენა ჰქონდა იმის შესახებაც, თუ ვინ იყო „ბაბუა ტიტხი“, რომელმაც პოლა პოტის რეჟიმის დროს საკუთარ ხალხს გენოციდი მოუწყო და სამნახევარი წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონი ადამიანი გააუბედურა.

კამბოჯის ადმინისტრაციაში დაადასტურეს ჯოლისა და ტიტხს შორის გარიგების არსებობა და ისიც აღნიშნეს, რომ მიწის გაყიდვის მომენტში „ბაბუა ტიტხი“ ფულის ნაკლებობას განიცდიდა და ძალიან სჭირდებოდა ის.

მუნხ სარატხმა განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა ვარსკვლავთან 2006 წელს შეწყდა, კონტრაქტთან დაკავშირებული დავის გამო, სადაც სარატხი 1,5 მილიონ დოლარს ითხოვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100