სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად უწყება ავრცელებს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19. გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, იური ნოზაძე იმ 23 პაციენტს შორისაა, ვისაც საქართველოში ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა.

ის და მისი შვილი საჩხერის კლინიკაში არიან მოთავსებულნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100