სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თავის დროზე "X ფაქტორში" სოფო ტოროშელიძემ ნათია თოდუას ნამღერი დაუწუნა, აი რას წერს დღეს სოფო

21 წლის ქართველი კონკურსანტი ნათია თოდუა გერმანული "ვოისის" გამარჯვებული გახდა. თუმცა, დიდ წარმატებამდე იყო წარუმატებლობაც. ნათია 2014 წელს ქართულ "იქს ფაქტორში" იღებდა მონაწილეობას. გოგონას გამოსვლამ ჟიურის წევრებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სოფო ტოროშელიძემ მას ხელოვნური უწოდა, გიორგი გაბუნიამ კი სტეფანეს ურჩია თოდუა 4 სკამის ტურში არ გადაეყვანა. აი რას წერს დღეს სოფო ტოროშელიძე ნათიაზე:

"ვულოცავ პირველ რიგში ნათია თოდუას ამ უდიდეს წარმატებას და შემდეგ მთელ საქართველოს! ეს არ არის პატარა საქმე ქვეყნისთვის!!! ნამდვილად საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის მისი ამხელა წარმატება! რაც შეეხება ჩემს არას, რომელიც მან მიიღო თავის დროზე იქს ფაქტორში, ფაქტია არც მაშინ იყო გადამწყვეტი და ფაქტია, რომ არც ცხოვრებაში გახდა გადამწყვეტი!!! ასე რომ ვულოცავ მთელი გულით ყველას !!!"

შეგახსენებთ, რომ ნათიამ გერმანული "ვოისის" ფინალში ოთხი სიმღერა შეასრულა, მათგან ერთ-ერთი მენტორთან დუეტში იმღერა. თოდუამ ოთხ კონკურსანტს შორის ხმების 50,1% მოაგროვა და კონკურენტები დიდი უპირატესობით დაამარცხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100