სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანა მარგველაშვილი: ე.წ. "ჟურნალისტი" წერს, რომ ჩემმა მძღოლმა თუ დაცვამ, ცემა და დაჭრა პიროვნება. მინდა განვაცხადო, რომ...

ანა მარგველაშვილი ქართველ ჟურნალისტებზე აღშფოთებულია და ნახეთ რას წერს:

!!!!!!!! საქრთველოში ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმზე, საუბარს არ დავიწყებ, მაგრამ გავაკეთებ კომენტარს ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე, ვსაუბრობ "ირაკლი მამალაძეზე", რომელიც აქვეყნებს "Prime Time" -ში სტატიას. ეს არის სრული დეზინფორმაცია და მას შეჰყავს შეცდომაში საზოგადოება. გადასამოწმებლად არც უფიქრია დაერეკა ჩემთან ან პრეზიდენტის პრეს სამსახურში. ეს ეგრედ წოდებული "ჟურნალისტი" წერს, რომ ჩემმა მძღოლმა თუ დაცვამ, ცემა და დაჭრა პიროვნება. მინდა განვაცხადო, რომ სტატიაში მითითებული ადამიანის, კერძოდ სანდრო მარტიაშვილის არც სახელი და გვარი არ ვიცოდი და არც ვიცნობ მას, როგორც გავარკვიე ის სახელმწიფო სტრუქტურაში საერთოდ არ მუშაობს და ეს თვითმარქვიობა ისჯება კანონით. იქნებ ამიხსნას ვინმემ… რატომ შეიძლება მსგავსი სიცრუე მიაწოდო მკითხველს და რა ინტერესი აქვს ჟურნალისტს დაწეროს აბსოლუტურად გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
ჟურნალისტები რის მიხედვით აგყავთ სამსახურში? რომლებიც სრული არაპროფესიონალიზმით გამოირჩევიან, რომლებსაც არანაირი უნარჩვევები არ გააჩნიათ? სასურველი იქნება საფუძვლიანად გარკვიონ ამ სიცრუის სათავეები და მოიხადონ ბოდიში!!! რათქმაუნდა, მომხრე ვარ თავისუფალი პრესის, მაგრამ თავს უფლება არ უნდა მისცეთ, თავისუფლად გაავრცელოთ სიცრუე! ეს არის ცილისწამება. ხოლო სტატიაში, მოხსენიებული ადამიანი, (რომელიც ჩემი აზრით სრული არაადამიანია), თუ გამოძიება დაადგენს, რომ მართლა ჩაიდინა ეს სამარცხვინო და სასტიკი დანაშაული, ვიმედოვნებ სრულად აგებინებენ პასუხს თავის ქმედებაზე, კანონის შესაბამისად. მადლობა ნახვამდის.სტატიის ნახვა შეგიძლიათ ლინკზე: სტატია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100