ადვოკატის თქმით, თენგიზ გუნავას ნარკოტიკის მიღება აიძულეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას ადვოკატი გიორგი ონიანი დაკავებულის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აპროტესტებს.
უფლებადამცველი პროკურატურისაგან საქმის გადახედვას და გაყალბებული მტკიცებულებების ამოღებას ითხოვს.
ადვოკატების განცხადებით, იარაღი გუნავას არ ეკუთვნოდა. ის მას ჩაუდეს, ხოლო რაც შეეხება ნარკოტიკებს მას აიძულეს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები მიეღო.
„მთელი დღის განმავლობაში გუნავა გენერალურ პროკურატურასთან შოთა ხიზანიშვიულის დაკავებასტან დაკავშირებით იმყოფებოდა, რის შემდეგაც პარლამენტის წევრმა აკაკი მინაშვილმა საკუთარი ავტომობილით გადაიყვვანა იგი საკუთარ სახლთან, რა დროსაც მათ შეამჩნიეს ორი ავტომობილი, რომელიც მათ თან დაჰყვებოდათ.
ამის შემდეგ, როდესაც გადმოვიდა ავტომობილიდან და შევიდა სადარბაზოში მას თავს დაესხა რამოდენიმე პიროვნება, თავზე გაუკეთეს ე.წ. ნიღაბი, უკანა ჯიბეში ჩაუდეს მაკაროვის ტიპის იარაღი.
შემდეგ იგი მიიყვანეს შსს-ს ყოფილ შენობასთან ორთაჭალაში, აიყვანეს მეშვიდე სართულზე და მოსთხოვეს დაელია წყალი, რაზეც მან უარი განაცხადა, ამის შემდეგ მას დაანახეს შპრიცი და უთხრეს, რომ თუ არ დალევდა ამ წყალს გაუკეთებდნენ შპრიცს.
ის იძულებული გახდა წყალი დაელია. ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას აღმოუჩინეს, როგორც დაკავებუილი ამბობს მას თავლითაც არ უნახავს. ამიტომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მათ არავითარი მტკიცებულება არ აქვთ, პირიქით აქეთ მხარეს არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომ უბრალოდ თუკი მას რაიმე უკნონო ედო და მთელი დღე იმყოფებოდა პროკურატურასთან, რის შემდეგ პარლამენტარის მანქანით გადაადგილდებოდა და დაინახა, რომ მას უთვალთვალებდნენ, რომელიმე ჭკუადმყოფელი როგორ დაუშვებს იმას, რომ იგი ამ უკანონო ნივთს არ მოიშორებდა",-განაცხადა ადვოკტმა.
თენგიზ გუნავას ოფიციალურად ბრალი წაყენებული არ აქვს, გამოძიებას ამისთვის 48 საათი აქვს.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი 15 ნოემბერს, ღამით საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს. მას ბრალად იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებასა და ასევე ნარკოტიული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ედება.
კომენტარი