ზურაბ მახარაძე სახლის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა დღეს დილით გაჩხრიკეს მისი სახლიც. მახარაძის ცოლის, ლიკა კასრაძის თქმით, სახლი დილის 9-ის ნახევარზე გაჩხრიკეს და რაღაც ნივთებიც წაიღეს, თუმცა კონკრეტულად რა, ამას არ აკონკრეტებს: "დიახ რაც დააინტერესდა გამოძიებას წაიღეს. მოსვლის მიზეზი თქვეს, მაგრამ თქვენ გაარკვიეთ, დააინტერესდათ რაღაც პროცედურულად და ჩაატარეს ეს პროცედურა. დაკითხვა არის თუ სხვა პროცედურა არ ვიცი, სამართალდამცავებმა სთხოვეს და გაყვა", - თქვა ცოლმა.
კომენტარი