სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისრაელის საჰაერო თავდაცვაში სიახლეა

ისრაელში ახალი რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტა Arrow 3–ი გამოსცადეს. „ანტირაკეტამ“ წარმატებით დააზიანა პირობითი მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტა. კონკრეტულად, რა ტიპის რაკეტა გამოიყენეს სამიზნედ, უცნობია. ახალ რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტას ისრაელის შეიარაღებაში 2015 წლიდან მიიღებენ. სხვა დეტალებს ისრაელის თავდაცვა არ ახმაურებს.

მოცემულ ეტაპზე, ისრაელი და აშშ–ი მორიგ ერთობლივ სწავლებას, „Juniper Cobra“–ს გეგმავენ, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იგეგმება. სწავლების ფარგლებში, Arrow 3–ის მორიგი გამოცდა მოხდება. „Juniper Cobra“ 2012 წლის იანვარში დაიწყება. პერსპექტივაში, Arrow 3–ი ერთ–ერთი შემადგენელი კომპონენტი გახდება იმ ძირითადი სამიდან, რომელიც ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას უზრუნველყოფს. დანარჩენი ორი კომპონენტი, კომპლექსები „Iron Dome“ და „David's Sling“–ი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100