სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არემჯი გოლდის" პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარე პეტრიაშვილს ნაციონალებთან ალიანსში ამხელს

"არემჯი გოლდის" პროფკავშირების თავმჯდომარემ თანამდებობა და პროფკავშირების რიგები დატოვა.
ჯონი რთველაძე პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტს თამაზ დოლაბერიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინეტერსების გამტარებლად მიიჩნევს.
"არემჯი გოლდის" პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ პეტრიაშვილი და დოლაბერიძე კოამპანია „არემჯიში“ დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობდნენ, რაც მისთვის მიუღებელია.
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო პროფკავშირების რიგები. ჩემთვის მიუღებელია, ულტიმატუმის ენით საუბარი და საბოტაჟის მოწყობის მცდელობა, რასაც ეწევიან პეტრიაშვილი და დოლაბერიძე. ისინი მათი ქმედებებით "ნაციონალურ მოძრაობას" ემსგავსებიან, რასაც ვემიჯნები.
ვტოვებ პროფკავშირების რიგებს, რადგან მიმაჩნია, რომ პროფკავშირები არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და უნდა იყოს დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია", - აცხადებს რთველაძე.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100