სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორი ბავშვის შემთხვევითი სიკვდილი და ფილმის გადაღებების დროს მომხდარი სხვა ტრაგედიები

სპეცეფექტები ფილმის წარმატების ერთ-ერთი საწინდარია თუმცა ხშირად მათი გადაღება არამხოლოდ რთული არამედ ტრაგიკულია, მაგალითად:

სილვესტერ სტალონეს, არნოლდ შვარცნეგერის, ჟან-კლოდ ვანდამის, არნოლდ შვარცნეგერისა და „ბოევიკების“ სხვა ვარსკვლავების მონაწილეობით გადაღებულ ფილმ „The Expendables 2“-ს ერთი კასკადიორის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კასკადიორი კი აფეთქების სცენის გადაღებისას დაშავდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობამდე მისაყვანას 5 საათი დასჭირდა.

1983 წელს The Twilight Zone-ზე მუშაობისას ვიეტნამელი პილოტების ბრძოლის სცენის გადაღებებისას ერთ-ერთი ვერტალიოტის პილოტმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მიწაზე დაეცა და საკუთარი სიცოცხლის გარდა სამი მსახიობის 7 წლის მუ-სა დინ ლის, 6 წლის რენე შინ-იჰის და ვიკა მოროუს სიციცხლე იმსხვერპლა.

Harry Potter and the Deathly Hallows - Part I -ის გადაღებებისას მთავარი როლის შემსრულებლის დენიელ რედკლიფის დუბლიორმა კისერი დაიზიანა და დაინვალიდდა, 25 წლის დევიდ ჰოლმსი ფრენის სცენის გადაღებისას დაშავდა და სხეულის ზედა ნაწილი პარალიზებული აქვს.

hangover 2-ის კასკადიორი სკოტ მაიკელსონი ძლიერ დაშავდა, ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო კინოკომედიად აღიარებული ფილმის გადაღებების დროს მან თავისა და სხეულის სერიოზული დაზიანებები ორი ავტომობილის შეჯახების სცენის გადაღებებისას მიიღო.

The Dark Knight -ის გადაღებებისას კი დაიღუპა ოპერატორი, რადგან ავტომობილი რომლიდანაც ის ერთ-ერთ სცენას იღებდა მოსახვევში არ შევიდა და დიდი სისწრაფით მიმავალი ხეს შეეჯახა.

The Raven-ის გადაღებების დროს მომხდარი ტრაგედია მთელი ჰოლივუდისთვის შოკისმომგვრელი ფაქტი იყო, რადგან ერთ-ერთი სცენის გადაღებებისას ბუტაფორიული პისტოლეტიდან ტყვია გავარდა და ლეგენდარული ბრიუს ლის ვაჟს ბრენდონ ლის მუცელში მოხვდა. მსახიობს სისხლი ვერ შეუჩერეს და ის გარდაიცვალა.

XXX-ის გადაღებებისას ვინ დიზელის დუბლიორმა ჰარი ოკონორმა პარაპლანით კატერზე დაშვების სცენის გადაღებისას ტრაექტორია ვერ გათვალა, ხიდს შეეჯახა და ძლიერი დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ფილმის შემქმნელებმა ეს სცენა ფილმში დატოვეს, მოჭრეს მხოლოდ სიკვდილის კადრები და ამ გზით გარდაცვლილის სახელს პატივი მიაგეს.

Top Gun-ის გადაღებებისას პილოტ კასკადიორმა არტ შოლმა თვითმფრინავის საჭე ვერ დაიმორჩილა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. სამაშველო ჯგუფმა ვერც გვამი და ვერც დამტვრეული თვითმფრინავი ვერ იპოვა.

2013 წლის ერთ-ერთი ბესტსელერის „Now You See Me“-ს გადაღებების დროს მსახიობი აილა ფიშერი სიკვდილს ძლივს გადაურჩა, მან წყალში 3 წუთზე მეტი გაატარა, რადგან ბორკილებზე მიბმული ჯაჭვი გაიჭედა და ქალი წყლით სავსე ჭურჭლიდან ვერ ამოყავდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100