დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში - უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია
დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში - უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია დავით (დუდუ) დადიანის გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა. ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში დადიანის პირად ნივთებს და ფოტოებს აქვეყნებს. ისტორიკოსი წერს, რომ მისი ნივთები ზუგდიდის დადიანების სასახლეს გადასცა, მისი ხსოვნის პატივსაცემად. "ძალიან დიდი უსამართლობაა დუდუ დადიანი ცოცხალი რომ არ არის! ის ჩვენს შორის რომ არ დააბიჯებს, ესეც დიდი ტკივილია! საჯიშე ქართველი, რომელიც ქვეყნის, საზოგადოების გამორჩეული სახე იყო! ეს დღეებია დუდუ ხშირად მახსენდება და ძალიან გული მწყდება რომ მისი ოქროსფერი სახე, ცისფერი თვალები და განუმეორებელი კეთილშობილება ჩვენს შორის არ ანათებს. ღმერთმა აცხონოს დუდუ დადიანი იქ, სადაც არის! მახსოვს, ამ ქვეყნიდან რომ წავიდა, მისი ნივთები, ფოტოები, სპორტული სამოსი და ბლოკნოტიც კი შევაგროვე და ზუგდიდის დადიანების სასახლეს გადავეცი, ეს სიძველესაცავი ინახავს ახლა მის ხსოვნას საუკუნოდ..." - წერს გიორგი კალანდია.
კომენტარი