სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვწუხვარ, თუ მის კარიერას და მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა, მაგრამ ..." - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

„ვწუხვარ, მაგრამ თუ მის კარიერას და მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ერთადერთი ვისკენაც შეუძლია ხელის გაშვერა, ეს არის საკუთარი თავი“, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილზე საუბრისას ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ჩოგბურთელის წარმატებაში ცოლის როლს გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის თანაცხოვრების პერიოდი პირდაპირ უკავშირდება ჩოგბურთელის წარმატებას და ამას თავად ნიკოლოზ ბასილაშვილიც აღიარებს არაერთ ინტერვიუში.

„ასე რომ, თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ ეს დიდწილად მის ოჯახთან და პირველ რიგში ყოფილ ცოლთან არის დაკავშირებული. თავად ქალბატონი ნელი უარს ამბობდა პირად კარიერულ წარმატებაზე. მან კარიერა დაიწყო ჯერ კიდევ საჯარო სამსახურში და არაერთი მიმართულებით ჰქონდა შემოთავაზება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, თუმცა მან თავისი ნებით გააკეთა არჩევანი, რომ მის ოჯახზე ეზრუნა“, - აღნიშნა ანა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი სპორტულ სამყაროში მისაბაძი ადამიანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წარმატებული ადამიანი ვინმეზე უნდა ძალადობდეს.

„მისი დამსახურებები ნამდვილად ხაზგასასმელია და ჩვენ ეს ყველას გვიხარია, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებული ადამიანი კონკრეტულ სფეროში, ან კონკრეტული მიმართულებით, უნდა ძალადობდეს ვინმეზე და მარტო იმის გამო, რომ ის არის წარმატებული ადამიანი, ჩვენ უნდა გავჩუმდეთ.

ეს დაუშვებელია, ეს არ ნიშნავს სამართლებრივ სახელმწიფოს და არც განვითარებულ საზოგადოებას, რომლის ხშირად მოუწოდებს ქალს, რომ მოითმინოს ძალადობა, რადგან ის წარმატებულია და სახელმწიფოს წარმოადგენს“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100