სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიბორჩხალა ნიგვზიანი სატენით

მასალა:

კიბორჩხალი - 20 ცალი

ნიგოზი - 200 გრამი

გამხმარი ქინძი - 1 ჩაის კოვზი

დარიჩინი ან მუსკატის კაკალი - 0,5 ჩაის კოვზი

მწვანილი - 200 გრამი

მარილი - გემოვნებით.

კარგად გასუფთავებული კიბორჩხალები მოვხარშოთ მარილწყალში; შემდეგ დავაწყოთ საცერზე; როცა წყალი ჩამოიწურება, კიბორჩხალებს მოვაცილოთ კისერი, ფეხები, ხორცი და დავნაყოთ. ავურიოთ დანაყილი ნიგოზი და ქინძი, მოვაყაროთ დანაყილი დარიჩინი ან მუსკატის კაკალი, მარილი; კარგად ავურიოთ და ამ სატენით ამოვავსოთ კიბორჩხალის წითელი ქალა.

სუფრაზე მიტანისას კიბორჩხალები დავაწყოთ მწვანილით მორთულ ლანგარზე. ცალკე ჭურჭლით მივიტანოთ ტყემლის საწებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100