PSP-ემ „მადლიერების კვირეულის“ აღნიშვნა 50%-იანი ფასდაკლებით კოსმეტიკურ პროდუქციაზე 19 ნოემბრიდან დაიწყო
PSP „მომხმარებლისადმი
მადლიერების კვირეულს“ 19-26 ნოემბერს კოსმეტიკური ბრენდების, პირის ღრუს მოვლის
საშუალებებსა და ბავშვთა მოვლის პროდუქტებზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს.
PSP არის პირველი კომპანია
საქართველოში, რომელმაც პირველად 2019 წელს დაარსა „მომხმარებლისადმი მადლიერების
დღე“ და რეალური 50%-იანი ფასდაკლება შესთავაზა ერთგულ მომხმარებლებს. 2020 წელს კოვიდ-19-თან
დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, აფთიაქში მომხმარებელთა
განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თავშეყრის თავიდან ასარიდებლად PSP-მ
მომხმარებლებისადმი მადლიერების კვირეული გამოაცხადა, რომელიც წელს ტრადიციად
აქცია.
მომხმარებლები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან
კვირეულის დაწყებას, რადგან PSP-ში 50%-იანი
ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური
ბრენდების: კოდალი, ესტედერმი, ესვიარი, მარტიდერმი, ბიოდერმა, ნუქსი, ლიერაკი,
ავენე, ტოპიკრემი, ალგოლოჟი, ნოვექსპერტი, ვიში, სოსკინი, ორმეტა, მისშა, მიზონი,
პაიო, თალგო, ლა როშ პოზე, სებამედი, ზიაია, დოქტორ ირენა ერისი, ფარმასერისი,
კეიპრო, ეკოსლაინი, ბიორომი, როჟე კავალიე, ლა პეტიტ ოლივიე - მისთვის სასურველი
კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალება და პირის ღრუს მოვლის ბრენდების - პიავე,
ბიორეპაიარი, ბლანქსი, სენსოდინი, პარადონტაქსი, როქსი, სილვერ ქეარ, ელმექსი -
საშუალებები.
„PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 27 წელია მომხმარებელი
და მის ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობაა. ამის დასტურია „მომხმარებლისადმი
მადლიერების“ გამოხატვის კამპანიაც, რომელიც უკვე ტრადიციად ვაქციეთ. კამპანია
მესამე წელია მომხმარებლის განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს, რეალური 50%-იანი
ფასდაკლება სასურველი კოსმეტიკურ, თავის, ბავშვთა და პირის ღრუს
მოვლის საშუალებებზე PSP-ს
ექსკლუზიური ბრენდების მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან. წლის განმავლობაში მუდმივად
საინტერესო შეთავაზებებს, აქციებს, საჩუქრებს და სიახლეებს ვთავაზობთ, მაგრამ მადლიერების
კვირეული მაინც გამორჩეული დღესასწაულია ჩვენი მომხმარებლებისთვის“- აცხადებენ PSP-ში.
კომენტარი