სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარაბეთის მხარდაჭერით, სტარტაპ გრაინდი ევროპისა და აზიის მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციას მასპინძლობს.

დღეს, ევროპისა და აზიის ტექნოლოგიურ კონფერენცია იწყება. ღონისძიებას 5,000-ზე მეტი მონაწილე და 100-ზე მეტი უმაღლესი რანგის სპიკერი ეყოლება და სტარტაპ გრაინდის ორგანიზებით გამართული ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება იქნება მსოფლიოში.


სამ დღიანი ვირტუალური კონფერენცია მოიცავს 20-ზე მეტ თემატურ სესიას, სტარტაპ პროგრამას, მასტერკლასებსა და სემინარებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებს, პირისპირ გაესაუბრონ ინვესტორებს და დაფინანსების მოსაპოვებლად საკუთარი პროექტები წარუდგინონ, გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპების წარმომადგენლები და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა.


ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ბლოკი იქნება “Future of entertainment,” რომლის მხარდამჭერია კომპანია აჭარაბეთი. ბლოკი ძირითადად შეეხება სრულიად ახალ კონცეპტს - როგორი იქნება გართობის მომავალი?

გართობის ინდუსტრიაში, მომავალსა და რეალობას შორის ზღვარი უკვე ბუნდოვანია. ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ, შორეული მომავლის გართობად წარმოგვედგინა, დღეს ჩვენი ყოველდღიური რეალობაა. ტემპი ძალიან აჩქარებულია და აჭარაბეთისთვის მსოფლიოს ტექნოლოგიურ სიახლეებთან შესაბამისობაში ყოფნა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.“- განაცხადა აჭარაბეთის მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი დავარაშვილმა.

სტარტაპ გრაინდი არის სტარტაპების, ანტრეპრენერებისა და ინვესტორების მსოფლიოში ყველაზე დიდი გაერთიანება. მისი მისიაა მსოფლიოს მასშტაბით სტარტაპებმა მიიღონ განათლება და ჰქონდეთ ის შესაძლებლობები, რაც მათ თავიანთი იდეების განხორციელებისთვის სჭირდებათ.

Europe-Asia Connect არის უნიკალური შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, რათა:

· მოისმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლების სემინარები;

· შეხვდნენ ინვესტორებს, წარუდგინონ თავიანთი სტარტაპი და მოიპოვონ დაფინანსება;

· გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპები, გაცვალონ გამოცდილება და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა.

სპიკერებს შორის არის გაი კავასაკი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მარკეტინგის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად ითვლება. ის არის მრავალი ბესტსელერის ავტორი, მენტორი და ერთ-ერთი საუკეთესო გამომსვლელი ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპებისთვის განკუთვნილ არაერთ პლატფორმაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100