სკანდალური ვიდეოების საქმეს FBI გამოიძიებს
The Guardian-ის ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების საქმეს FBI გამოიძიებს. როგორც საერთაშორისო გამოცემაშია აღნიშნული საქართველოს მთავრობამ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს დახმარება მას შემდეგ სთხოვა, რაც 14 მარტს კიდევ ერთი ვიდეო აიტვირთა Youtube-ზე.
The Guardian-ის მასალაში საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ლიდერთა წინააღმდეგ აღნიშნული ვიდეომასალა არჩევნების წინა პერიოდში გავრცელდა. 14 მარტს გავრცელებულ ვიდეოში, კი აღინიშნა, რომ მსგავსი მასალების გამოქვეყნება ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ასევე ჟურნალისტებზეც იგეგმება. ვიდეოს ავტორები დასახელებულ პირებისგან მათ გადადგომას და პოლიტიკიდან წასვლას მოითხოვნდნენ.
კომენტარი