სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედის დღის ისტორია

დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება.
დასავლეთის ქვეყნებში დედის დღეს 11 მაისს აღნიშნავენ. “დედის დღის” სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. აქვე უნდა ითქვას, რომ ლაპარაკია ამ დღესასწაულის თანამედროვე ფორმაზე, თორემ დედის დღის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იღებს. მაგრამ ამჯერად თანამედროვეობაზე საუბრით შემოვიფარგლებით.
დედის დღეს ამერიკის კონტინენტზე – პირველ წლებში მაინც – არაკომერციული მოსაზრებებით მართავდნენ. ჯერ ვინმე ენ მონდომება გამოიჩინა, რომ 1914-ში აშშ-ში დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს. სწორედ მაშინ დაიწყო მამაკაცების – და არა მარტო მამაკაცების – ყოველწლიური სამაისო შტურმი ყვავილების მაღაზიებზე, შტურმი, რომელიც, “დედის დღესთან” ერთად, დროთა განმავლობაში ევროპის მრავალ ქვეყანას, მათ შორის ბრიტანეთს, სკანდინავიის სახელმწიფოებს, გერმანიას მოედო…
საქართველოში ამ დღესასწაულმა, მოგეხსენებათ, სულ ბოლო დროს ჩამოაღწია, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობისაგან განხსვავებით, მაისში კი არა მარტში აღინიშნება, და ასევე დასავლეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, პოპულარობით ჯერ-ჯერობით არ გამოირჩევა. უბრალოდ არ არსებობს მისი აღნიშვნის ტრადიცია. ვიღაცამ მითხრა, უკვდავების წყარო არისო. – მერე სად მიგაქვს? – ერთი თვეა ვასხამ დედიკოს საფლავზე და… – შენ არ დალიე? – არა, ჯერ არა. – რატომ? – იქნებ დედიკო არ გააცოცხლოს, მე რომ დავლიო, აღარ მოვკვდები და ჩემს დედიკოს ვერასოდეს ვეღარ შევხვდები. გოდერძი ჩოხელი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100