სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალციხის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე: სამღვდელოება აღვავლენთ ლოცვას, თუ ერი და ბერი ერთად ვიქნებით, განსაცდელს მოვერევით

თუ ერთად ვიქნებით ერი და ბერი, ლოცვით და შრომით, აუცილებლად გავიმარჯვებთ და მოვერევით ამ განსაცდელს, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა საქართველოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ განუცხადა.

მეუფე ამ წუთებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში იმყოფება, სადაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

”ჩვენი მონდომებაა მთავარი. ჩვენ გვინდა გვერდში დავუდგეთ ყველა ადამიანს, ვინც ძალიან მძიმე პირობებში შრომობს. რთულად მისადგომი ადგილია. ჩვენი ეპარქია, სამღვდელოება აღვავლენთ ლოცვას, რათა უფალი თანამავალი იყოს თითოეული ჩვენგანის, შეგვეწიოს შრომაში და თუ ერთად ვიქნებით ერი და ბერი, ლოცვით და შრომით აუცილებლად გავიმარჯვებთ და მოვერევით ამ განსაცდელს, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა საქართველოში, რაც გულდასაწყვეტი და სანერვიულოა”, - განაცხადა მეუფემ.

ახალციხის რაიონის სოფელ სვირში გუშინ გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ცოცხალ ძალასთან ერთად პროცესში ერთი ვერტმფრენიც მონაწილეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100