სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისის ინფექციურში 2 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა, 81 წლის კაცი და 78 წლის ქალი. პაციენტების მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტებს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„გარდაიცვალა ორი პაციენტი 81 წლის კაცი და 75 წლის ქალი. 81 წლის კაცი კლინიკაში 24 ნოემბერს შემოიყვანეს, მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 78 წლის ქალი 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა თანმხლები დაავადებების გამო ორმხრივი პნევმონია, არტერიული ჰიპერტენზია მისი მდგომარეობა დამძიმდა და გუშინ გვიან გარდაიცვალა. ამ დროისთვის კლინიკაში გვყავს 78 ინფიცირებული პაციენტი მათ შორის 3 მძიმე“, - აღნიშნა ნოდარ მაღლაფერიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100