სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლავროვი - მოსკოვი მზად არის, განიხილოს საქართველოსთან რეგულარული ავიარეისების აღდგენის საკითხი

მოსკოვი მზად არის საქართველოსთან რეგულარული ავიარეისების აღდგენის საკითხი განიხილოს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მთავრობის წევრებისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების შეხვედრის დროს განაცხადა


"ცოტამ თუ იცის, რომ რამდენიმე წელია, უკვე აღდგენილია ჩარტერული ავიამიმოსვლა. ცოტა ხნის წინ ასეთი რეისები გაიზარდა კიდეც. ჩვენ პრინციპში მზად ვართ, განვიხილოთ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხიც", - განაცხადა ლავროვმა.


როგორც ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100