42 მიზეზი, თუ რატომ ვუჭერ მხარს ცეზარ ჩოჩელს...
30 ოქტომბერს საქართველოში, მათ შორის მცხეთაში მეორე ტურია. იქ, ერთმანეთს ქართული ოცნების წარმომადგენელი, დიმიტრი ხუნდაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი, ცეზარ ჩოჩელი უპირისპირდება.
ამომრჩეეველი თავად გადაწყვეტს, ვინ გახდება მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, თუმცა, არსებობს 42 რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მივცეთ ხმა ცეზარ ჩოჩელს...
1. ცეზარ ჩოჩელს დასაქმებული ჰყვას ათასობით ადგილობრივი...
2. არის სიტყვისა და საქმის კაცი. თუ შეგპირდება, გააკეთებს...
3. მის შესახებ, პირველ რიგში, განახლებული მცხეთა და მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები მეტყველებს...
4. აქვს მცხეთის განვითარების რეალური გეგმა.
5. ზუსტად იცის, როგორ გადაჭრას უმუშევრობის პრობლემა მცხეთაში.
6. ასევე აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების კონკრეტული პროექტი, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ, არსებული პრობლემების მყისიერ მოგვარებას და მეორე მხრივ, გლეხისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარემოს შექმნას.
7. იცის როგორ გაზარდოს უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა მცხეთაში და შესაბამისად, ადგილობრივთა შემოსავალი.
8. უწყვეტად ეხმარება დევნილებს.
9. ეხმარება გაჭირვებულებს.
10. აფინანსებს ეკლესია-მონასტრების მშენებლობას.
11. ხელს უწყობს ახალგაზრდებს.
12. მეურვეობს მზურველობამოკლებულ ბავშვებს.
13. გვერდით უდგას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
14. ზრუნავს მოხუცებზე.
15. ეხმარება სკოლებს, ბაღებს, ბავშვებს...
16. ეხმარება ქართულ სპორტს.
17. მხარს უჭერს ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენებს, უზიარებს გამოცდილებას, აძლევს მნიშვნელოვან რჩევებს.
18. ქველმოქმედებას არასოდეს იყენებს რეკლამირებისათვის - არ უყვარს საუბარი მის მიერ გაკეთებული სიკეთის თაობაზე.
19. აქვს საკანონმდებლო და ბიზნეს-გამოცდილება.
20. აქვს საერთაშორისო კონტაქტები და შესაძლებლობა, მოიწვიოს უცხოელი ინვესტორები მცხეთაში.
21. ისიც მეგობრის ფასი.
22. დაიწყო ნულიდან.
23. ყოველთვის იბრძვის ბოლომდე.
24. არის დამოუკიდებელი კანდიდატი.
25. საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა ათობით ადამიანი 2008 წლის ომის დროს.
26. მისი მიზანია, მცხეთელებსა და სრულიად საქართველოს დაანახოს როგორი უნდა იყოს მაჟორიტარი დეპუტატი, როგორ უნდა ზრუნავდეს თავის რაიონსა და ხალხზე.
27. ათასი წილისწამების მიუხედავად არასოდეს გადაუკვეთავს „წითელი ხაზი“.
28. სხვები სწამებენ ცილს, ის საუბრობს გასაკეთებელ საქმეებსა და განსახორციელებელ პროექტებზე.
29. უკეთესია.
30. არ ჰგავს დიმიტრი ხუნდაძეს.
31. არ დგას სააფთიაქო ნარკომანიის უკან.
32. პირადი მიზნებისათვის არ იყენებს ბიუჯეტის ფულს.
33. პირადი კეთილდღეობისათვის არ ამისამართებს ჯანდაცვის სახსრებს სარდაფებში გახსნილ კლინიკებში.
34. არ ებრძვის ფარულად ადგილობრივ ხელისუფლებას.
35. ოჯახის წევრებს არ ასაქმებს საბიუჯეტო ორგანიზაციებში.
36. არ ლობირებს უკანონო ბიზნესს.
37. არ ლობირებს ნეპოტიზმს.
38. არ არის დემაგოგი.
39. არ არის ცილისმწამებელი.
40. არ იტყუება.
41. არ გაურბის პასუხისმგებლობას.
42. თავისი ხალხისა და ქვეყნის ერთგულია.
კომენტარი