რუსეთის საგარეო უწყებამ ქვეყნის მოქალაქეებს საქართველო საფრთხედ დაუსახა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს საქართველოში გამომგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში საქართველშო გაგზავრებისგან თავის შეკავების მიზეზად იმას ასახელებს, თითქოს ქართული სპეცსამსახურები რუსეთის მოქალაქეებს უთვალთვალებენ და აკავებენ. რუსეთის საგარეო უწყებაში რუსეთის მოქალქაეების დევნის მაგალითად ბოლო პერიოდში ქართველი სამართალდამცავების მიერ აფხაზეთში ჩასული რუსეთის რამდენიმე მოქალქის დაკავების ფაქტს ასახელებენ.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებას უკვე გამოეეხმაურნენ საქართველოში. დეპუტატი პაატა დავითაია აღნიშნულ განცხადებას არაადეკვატურად და უპასუხისმგებლოდ მიიჩნევს. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებული ფრაზა, რომ ქართველი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, ფარსია.
"საქართველოს ხელისუფლებამ მოხსნა სავიზო რეჟიმი, რაც მათ არ გააკეთეს. ეს მიუთითებს იმაზე თუ რა დამოკიდებულება აქვს რუსეთის მთავრობას ქართველი ხალხისადმი. რაც შეეხება განცხადებას, თითქოს რუსეთის მოქალაქეებს ექმნებათ საფრთხე საქართველოში, ეს ბუნებრივია სიმართლეს არ შეესაბამება". - აღნიშნა დავითაიამ.
კომენტარი